12 იან 2018
ზამთრის ბანაკში ქედიდან 50 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც 4 დღის განმავლობაში ლექცია-სემინარები ჩაუტარდებათ. ბანაკი დატვირთული იქნება გასართობი და სპორტული აქტივობებით.
მონაწილეებს ლიდერებმა ბანაკის დღის წესრიგი გააცნეს და მოსამზადებელი ტრენინგი ჩაუტარეს. ზამთრის ბანაკი ურეკში "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებისა" და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.