გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

04 იან 2018

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.