29 დეკ 2017
წინასაახალწლოდ კონცერტი გაიმართა ქედაში. მასში კულტურის ცენტრის, საჯარო სკოლისა და ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა მაყურებელს სპექტაკლი "წელიწადის დრონი" წარუდგინეს, ასევე შეასრულეს სიმღერები. 31 დეკემბერს ქედაში გაიმართება საახალწლო გამოფენა - გაყიდვაც. საღამო ფოიერვერკით დასრულდება.