აფეთქების  შედეგად  დაზარალებული  მოსახლეობა დროულ დახმარებას ითხოვს

11 დეკ 2017

ახვლედიანის 12 ნომერში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებულ ზარალს ბათუმის მერია ამ დრომდე ითვლის. აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქე საავადმყოფოებში რჩება, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.  ერთ-ერთი დაშავებული კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.