ხურმის მოსავალი შემცირებულია

06 ნოე 2017

უკმაყოფილო ფერმერები ქედაში. ისინი  ჰყვებიან, რომ წელს ხურმის მცირე მოსავალია. პრობლემებია რეალიზაციის კუთხითაც. მოსახლეობის განცხადებით, პროდუქციის ხარისხმა ფასზეც იქონია გავლენა, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ  მოსავლის ნაწილი აღარ აიღონ. 1 კილოგრამი ხურმის ფასი წელს  60 თეთრია.