გაბიონები ქვათაცვენის შესაჩერებლად

28 ოქტ 2017

სოფელ ახოში, გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ხშირი მეწყრული პროცესების, გამო სოფელში ცენტრალური გზა იკეტებოდა. მეწყერმა დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთებიც.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს ქედაში 55-მდე საყრდენი კედელი მოაწყო. ასევე მეწყერსაწინააღმდეგოდ  გზის ფერდობებს გაამაგრებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.