ათიათასამდე ამომრჩეველმა მისცა ხმა ჯუმბერ ვარდმანიძეს

21 ოქტ 2017

ხელვაჩაური ერთ-ერთია იმ ოლქებს შორის, სადაც საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ოპოზიციამაც გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, ლიდერი მმართველი პარტიაა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51.5 პროცენტი მიიღო. ამ დროის მონაცემებით, “ქართულ ოცნებას” 25.97 პროცენტით ჩამორჩება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.