პრობლემები  საკალმახე  მეურნეობებში

14 სექ 2017

ბოლო ათ წელიწადში ქედაში საკალმახე მეურნეობების რაოდენობა 140-დან 21-მდე შემცირდა. ამის მიზეზად ფერმერები, საკვების სიძვირეს და უხარისხობას ასახელებენ. ამბობენ, რომ დაავადებული თევზის მოსავლელად, იხტიოლოგების დახმარება და ლაბორატორიული კვლევები სჭირდებათ, რასაც ვერ ახერხებენ. აქვს თუ არა დარგის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმა?