მოსახლეობის პრეტენზიები

26 აგვ 2017

ქედის მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების მომრავლებას უჩივის. ადგილობრივების თქმით ხშირია ბავშვებზე თავდასხმის შემთხვევები. ისინი თვითმართველობას პრევენციული ღონისძიებების ჩატარებისკენ  მოუწოდებენ.

ქედის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში უპატრონო ცხოველების მოვლისთვის 4 ათასი ლარი გამოყო. “კომუნალსერვისმაქედიდან-ბათუმში, უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში, პირველ ეტაპზე, 22  ცხოველი გადაიყვანა, სადაც მათ კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდათ.  დარჩენილი თანხით კი მხოლოდ 18 უპატრონო ცხოველის ტრანსპორტირებას შეძლებს.