ნაპირსამაგრი სამუშაოები

16 აგვ 2017

ქედაში მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა, რის შედეგადაც  მუნიციპალიტეტის  დაბის ტერიტორია 2 ჰექტარით გაფართოვდა.  სამუშაოების მეორე ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთს  მოაშანდაგებენ.

აქ პარკინგისა და მოსასვენებელი პარკის მოწყობა იგეგმება.  სამუშაოები გასულ წელს დაიწყო  და  ბიუჯეტიდან  მილიონ 737 ათასი ლარი გამოიყო. პროექტი  2018 წელს დასრულდება.