"გზა შინისაკენ" - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, თბილისში, ვაკის სტადიონზე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ჩაატარეს

20 ნოე 2026

"გზა შინისაკენ" - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, თბილისში, ვაკის სტადიონზე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი ჩაატარეს.

შეჯიბრებაში ათი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის აფხაზეთიდან, საინგილოდან, ფერეიდნიდან და თურქეთიდან. რიგით მეოთხე ტრადიციული გათამაშების გამარჯვებული "სოხუმი-ცხუმის" კლუბი გახდა.

საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი კი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელმა ლუკა გულედანმა მიიღო.