ბათუმში სოფლის ტურიზმის ორდღიანი ფესტივალი "განდაგანა" საზეიმო კონცერტით დასრულდა

17 ნოე 2026, 12:50

0
გაზიარება:

ბათუმში სოფლის ტურიზმის ორდღიანი ფესტივალი "განდაგანა" საზეიმო კონცერტით დასრულდა. კონცერტში ფოლკლორული ანსამბლები შუახევი, ათძალი, ნართი, გოგლაურა, გორდელა მონაწილეობდნენ, ღონისძიებები კახაბერმა და ხანუმებმა დაასრულეს. სოფლის ტურიზმის ფესტივალში წელსაც ასეულობით ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულინარიული სივრცე, ჩატარდა მასტერკლასები და შეჯიბრებები.  

სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ფესტივალის მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაციაა.