29 სექ 2026
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში შოუ-კონცერტი „ABBA ტრიბიუტი“ გაიმართა. კონცერტი ცნობილი შვედური ოთხეულის „ABBA“-ს შემოქმედებას მიეძღვნა.
მუსიკალური თეატრის სოლისტებმა ცოცხალი შესრულებითა და თეატრალიზებული ელემენტებით ლეგენდარული ჯგუფის ჰიტები გააცოცხლეს. ბითლზის ორი კონცერტის შემდეგ „ABBA ტრიბიუტი“ მესამე წარმოდგენა იყო.
თეატრალური წარმოდგენა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა, პროექტის ავტორი და ვოკალის პედაგოგი მანანა ჩაუშბაა.