აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ტერორიზმის დაფინანსებაში ბრალდებული პირის დაკავებას ეხმაურება და საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის

25 სექ 2026

აშშ-ის მადლობა საქართველოს. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ტერორიზმის დაფინანსებაში ბრალდებული პირის დაკავებას ეხმაურება და საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის. - ინფორმაციას საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყება ავრცელებს.   

დევუდ ანსარი , რომელიც ქართველმა სამასრთალდამცველებმა აგვისტოში დააკავეს   „ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ-ნუსრას ფრონტის“ დასახმარებლად თანხების შეგროვებასა და უცხოელი მებრძოლებისთვის ადგილობრივი მხარდაჭერის ქსელის კოორდინაციაშია ბრალდებული.  

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნებოდა.