25 სექ 2026
"ხელვაჩაურის დღეები 2026“- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიება ისტორიულ ადგილას-გონიოს ციხეზე ჩატარდა.
საზოგადოებრივ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ და ხელვაჩაურის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ ნოდარ კოპინაძეს ,მურმან გორგოშაძეს, დიმიტრი ტვილდიანს, ნუგზარ გურგენიძეს, ნუნუ მამულაიშვილსა და ანზორ მიქელაძეს. შესრულდა სიმღერის პრემიერაც, რომლის ტექსტიც სპეციალურად ხელვაჩაურისთვის დაიწერა.
ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები კი ადგილობრივმა ანსამბლებმა შეასრულეს. სცენა დაეთმო ცნობილ ქართულ ბენდ ,,სინთეზსს“. ხელვაჩაურის დღეები 2026“- მეოთხე წელია იმართება.
სახალხო დღესასწაული აერთიანებს მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაულებს ,,კოლხობასა“ და ,,მაჭახლობას“. ღონისძიების მიზანია მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების პოპულარიზაცია და გამორჩეული ადგილობრივების დაფასება.