ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმი “ბაღურების გადაფრენა” აჩვენეს

25 სექ 2026

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე „ქართული ფილმების საგანძურის“ პროგრამის ფარგლებში რეჟისორ თემურ ბაბლუანის „ბაღურების გადაფრენა“ აჩვენეს.  

ფილმი გასული საუკუნის მიწურულს, 1980 წელს არის გადაღებული და რეჟისორის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია. 

ფილმი ახალგაზრდების და მათი ცხოვრებისეული ძიებების შესახებაა და იგი საბჭოთა პერიოდში გარკვეული დროით აკრძალული იყო.