24 სექ 2026
კინოფესტივალ ბიაფზე რეჟისორ სოფო ბაბლუანის დოკუმენტური ფილმი „ფოფოდიას შვილები“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი გადაღებულია 2017 წელს თბილისის წმინდა თამარის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლეთა ცხოვრებაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლა პანსიონის დაარსების დღიდანვე ერთად სწავლობენ მუსლიმანი და ქრიასტიანი ბავშვები, თუმცა ეს პრობლემას არ უქმნის მათ ურთიერთობებში.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელები მართლმადიდებელი მღვდელი და მისი მეუღლე არიან, მუსლიმან ბავშვებს აღმსარებლობის განხორციელების თავისუფალი ნება აქვთ და ისინი პარასკევობით მეჩეთში დადიან.