კინოფესტივალ ''ბიაფის'' არასაკონკურსო ჩვენებაზე გასულ საუკუნეში გადაღებული, იმ დროისთვის აკრძალული ფილმის ჩვენება გაიმართა

23 სექ 2026

ბათუმში, საერთაშორისო არტ კინოფესტივალის-ბიაფის არასაკონკურსო ჩვენებაზე გასულ საუკუნეში გადაღებული, მაგრამ იმ დროისთვის აკრძალული ფილმის ჩვენება გაიმართა.

ბიაფის ქართული კინოს საგანძურის პროგრამის ფარგლებში გელა კანდელაკის მხატვრული ფილმი - “უბედურება, ანუ ადამიანური კომედია“ წარადგინეს, რომელიც რეჟისორმა, დავით კლდიაშვილის პიესა “უბედურების” მიხედვით გადაიღო. 

ფილმის აღდგენა ეროვნული კინოცენტრის მიერ მოხდა და ოფიციალურად მისი ჩვენება სწორედ ბიაფის კინოფესტივალზე შედგა.