გრიბოედობის თეატრის სპექტაკლის “ხანუმას” ბათუმური პრემიერა 

19 სექ 2026

“ხანუმას“ ბათუმური პრემიერა  დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა. სპექტაკლი გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა წარადგინა. გასტროლებამდე პრემიერა დედაქალაქში გაიმართა .

ორმოქმედებიან კომედიაში კლასიკური ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზი შენარჩუნებულია, თუმცა ცნობილი თბილისური ამბავი თანამედროვეობასთან თანხვედრაშიც არის.

მაყურებელმა იხილა ახალ პერსონაჟებიც, რომლებიც ცაგარელის პიესაში არ გვხვდება. პიესის ახლებური სასცენო ვერსია რეჟისორ ანდრო ენუქიძეს ეკუთვნის.