მონოსპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე 

18 სექ 2026

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მონოსპექტაკლის „ა“-ს დღიურები პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტია.

მონოსპექტაკლი გოგოლისა და ტოლსტოის ნაწარმოებების — „შეშლილის წერილები“-ს მიხედვით რეჟისორმა ვარლამ ნიკოლაძემ დადგა.

მონოსპექტაკლში მსახიობი ზურაბ შილაკაძე მონაწილეობს. წარმოდგენაში განხილულია საზოგადოებასა და პიროვნებას შორის წარმოქმნილი პრობლემები და ნაჩვენებია პიროვნების ბრძოლა ამ პრობლემების დასაძლევად.