პეტიციის მიღებიდან 1 წლის შემდეგაც შეუსრულებელი მოთხოვნები

16 ივნ 2017

განსახლებას არა, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს ქედის მოსახლეობა. მათ თითქმის ერთი წლის წინ საკრებულოში პეტიციაც შეიტანეს, თუმცა რეაგირება ადგილობრივების მოთხოვნებს დღემდე არ მოჰყოლია.

ერთ-ერთი ასეთია ქუჩებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი, რომელსაც ისინი უსაფრთხოების მიზნით ითხოვენ.

რამდენად ხშირად ითვალისწინებენ მოსახლეობის პრეტენზიებს ადგილობრივ თვითმმართველობაში და რატომ ვერ გამოიძებნა თანხა  კონკრეტული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ქედის ბიუჯეტში - ილონა შავლიძემ გაარკვია.