პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე საქართველოში

17 სექ 2026

საქართველოში პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის, მისი მნიშვნელობისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ  ღონისძიება გაიმართა.

მონაწილეებს საქართველოში 2026 წლის კიბოს სკრინინგის შუალედური შედეგები გააცნეს. ითქვა, რომ ამ მიმართულებით მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. ჯანდაცვის მინისტრმა დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო აგრძელებს კიბოს სკრინინგის პროგრამების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.