პოეტ ერეკლე საღლიანის ლიტერატურული საღამო

16 სექ 2026

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში, პოეტ ერეკლე საღლიანის ლიტერატურული საღამო გაიმართა. შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ პოეტისგან მოესმინათ მისი ლექსები. საღამო ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

პოეტი და მთარგმნელი ერეკლე საღლიანი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. ქართულად თარგმნილი აქვს ფედერიკო გარსია ლორკას, სერგეი ესენინისა და უილიამ ფროსტის ლექსები.