13 სექ 2026
„ნამეფვარობა“ ქედაში - ტრადიციული სახალხო დღესასწაული ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში მთა პერანგაზე აღინიშნა. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. სახალხო დღესასწაულს საფუძვლად თამარ მეფესთან დაკავშირებული ხალხური თქმულება უდევს, რომლის მიხედვითაც დედოფალი აჭარაში მოგზაურობისას მთა პერანგაზე დაბანაკებულა. თქმულების თანახმად, ამ ადგილს ნამეფვარსაც უწოდებენ. ტრადიციულ ღონისძიებას საფუძველი 2012 წლის 19 მაისს ჩაეყარა.