ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

13 სექ 2026

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოტოციკლი, რომელზეც ორი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადატრიალდა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.