სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს

11 სექ 2026

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად.

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო.

ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.