გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

07 სექ 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში - ერთმანეთს მიკროავტობუსი და  მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად  რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.