02 სექ 2026
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტმა ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე, სადაც ის უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.
„სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. სხვადასხვა დროს გვინახავს ასეთი მცდელობები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ვისურვებდი, რომ სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელიც აქვს პროკურატურას, თუ გამოძიებას, გაეცეს პასუხები. არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. რაც შეეხება ამ ადამიანს [ლაზარე ჯორბენაძეს], რომელმაც თუ არ ვცდები, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ, ზოგიერთმა ადამიანმა, ჟურნალისტს ვგულისხმობ, რომლებიც გამომსარჩლებლად არიან ქცეულები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.