26 სექ 2026
"ლელომ" ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც ALDE-ს ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპულმა ალიანსმა "ლელოს" ქმედებები უპასუხოდ დატოვა და არ გაემიჯნა, ახლა მაინც გამოჩნდება, ALDE საკუთარი ღირებულებების ერთგულია თუ არა:
"ლიბერალების და დემოკრატების ევროპული ალიანსის (ALDE) წევრი ლელომ, ჯერ ტერორისტი თანაგუნდელად გამოაცხადა და ახლა ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, რაც, ცნობისთვის, ეწინააღმდეგება ALDE-ს დეკლარირებულ ღირებულებას არ დაუშვას ეთნიკური დაყოფა და ქსენოფობია.
ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ღირებულებებთან ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას,"- წერს შალვა პაპუაშვილი.