პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შსს-ში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა

01 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.

შსს-ს ცნობით, სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge