სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მონაწილეობდნენ

21 აგვ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მიიღეს მონაწილეობა.

საზღვაო სწავლება რუმინეთის შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, მრავალმიზნობრივი საზღვაო ოპერაციის — „Western Black Sea 2026“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი კი საზღვაო სფეროში ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება, ასევე, მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

„Tomis 2026” ერთობლივად იქნა ორგანიზებული ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex), რუმინეთის შესაბამისი უწყებების, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოსა (EMSA) და ევროპის თევზჭერის კონტროლის სააგენტოს (EFCA) მიერ.

სწავლებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი სახელმწიფოების საზღვაო უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ეროვნული უწყებების წარმომადგენლები და საზღვაო სფეროს ექსპერტები.

სწავლება მოიცავდა სამოქმედო სცენარებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც მონაწილე უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაცის სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.