ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ - პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის განცხადებებზე

31 აგვ 2026

ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკვაშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა.

„საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.

ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ცდილობდნენ, რომ ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიმტვრიეს იმ მხრივ, რომ გამოჩნდა, ან თავიდანვე ჩანდა, რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით.

სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან მათ შორის, ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის თავს მედიას უწოდებენ და სინამდვილეში უბრალოდ, ისტერიას და მანიპულაციას არიან მიყოლილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად იყვნენ ჩართული ამ უბედური შემთხვევის დადგომაში და ყველა ამ საკითხს საბოლოო პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა.