29 აგვ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 17 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.