სამეგრელოში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილები დები არიან

23 აგვ 2026

სამეგრელოში, საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილები დები არიან.

შემთხვევა სოფელ ყულიშკარში მოხდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, დები მარტო ცხოვრობდნენ და დაახლოებით 4-5 დღე არ გამოჩენილან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.