16 აგვ 2026
უბედური შემთხვევა ჩაქვში - სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, იგი უცხოელი იყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის ტელევიზიას განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.