16 აგვ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს, მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს, კვლავ, თავს დაესხნენ.
მორიგი შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით ევროპის მოედანზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში წერს, ძალადობის ფაქტს შეესწრო, რა დროსაც, ინციდენტში მონაწილე პირებმა ტელეფონი ძალადობით გამოართვეს და დაუზიანეს.
როგორც ფარტენაძე აცხადებს, დღეს, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზეა დაბარებული.
როგორც აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
კობა ფარტენაძეზე, რამდენიმე დღის წინაც იძალადეს. შემთხვევა ღამის საათებში, ბათუმში მოხდა. ჟურნალისტს ქუჩაში უცნობი პირები ფიზიკური ძალადობითა და დაჭრით ემუქრებოდნენ.
შსს-მ საქმეზე ორი პირი დააკავა.
დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი აფციაურსა და ზურაბ კონცელიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.