13 აგვ 2026
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ერთი სამგზავრო მატარებელი, მახინჯაურში, ძველი რკინიგზის სადგურში იყო გაჩერებული, მეორე კი შემთხვევის ადგილზე - მგზავრებს ვაგონების დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე გაჩერებულმა სამგზავრო მატარებელმა დატოვა ტერიტორია და გაემართა რკინიგზის სადგურისკენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მანქანებით შესვლა შეზღუდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.