ხაშურში, ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

13 აგვ 2026

ხაშურში, ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ გომის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.