ბათუმში მედიკოსების, ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ერთბლივი კონფერენცია გაიმართა

01 აგვ 2026

„დიაბეტი და მხედველობა: თვალის დიაბეტური გართულებების ინტეგრირებული მართვა“.- ამ სახელწოდებით ბათუმში მედიკოსების, ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ერთბლივი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში მოწვეული მედიკოსები  დიაბეტური რეტინოპათიისა და ბადურის სხვა დიაბეტური დაზიანებების მართვის თანამედროვე კლინიკურ მიდგომებს გაეცნენ, იმსჯელეს ინტეგრირებული ზრუნვის მოდელებზე, რომლებიც აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის შედეგებს.