ხელვაჩაურში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

25 ივლ 2026

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მახოს ხიდთან მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს - ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც აჭარის ტელევიზიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობის, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.