სროლა ბათუმში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

22 ივლ 2026

ბათუმში სროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიჭრა. შემთხვევა ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების კვეთასთან მოხდა.

მოქალაქეების ინფორმაციით, ერთ-ერთი საკონდიტროს წინ რამდენიმე ადამიანი იჯდა, რა დროსაც რამდენიმე გასროლის შედეგად, მათ შორის ერთი ახალგაზრდა დაჭრეს.  

თვითმხილველების თქმით, დაშავებული საავადმყოფოში მეგობარმა გადაიყვანა. ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე უცნობია დაკავებულია თუ არა ბრალდებული.

ადგილზე, ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობაც.

როგორც შსს-ში აჭარის ტელევიზიას განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 19_108 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.