19 ივლ 2026
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ცდილობდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ლიბანის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.