აგენტურა ყოველთვის გაერთიანებული იყო - დაავალებენ, რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან, გამოჩნდებიან, დაავალებენ, რომ ცალ-ცალკე, ცალ-ცალკე გამოჩნდებიან - პაპუაშვილი

15 ივლ 2026

მთავარი საფრთხე სწორედ ეს არის, რომ დღეს აგენტურა ერთ ხაზზეა, ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას, აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა საფრთხეს ხედავს ხელისუფლება ოპოზიციის გაერთიანებაში და სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ხელს „ქართული ოცნება“ უშლის.

„ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ეს ცუდია, საერთო ჯამში, მაგრამ ნუ, რა უნდა გითხრათ – როდის დაიშალნენ, როდის არ იყვნენ ერთიანი. ქალბატონი სალომე ახლა რა, სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სადმე სხვაგან არიან? ისევ ისე არიან ერთიანი. ეს არის სწორედ მთავარი საფრთხე, რომ დღეს აგენტურა არის ერთ ხაზზე, ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას. ასე რომ, აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის. რამე პროცესი კი არ არის აგენტურის გაერთიანების, ეს არის დავალებით მოქმედი ადამიანების ჯგუფი, დაავალებენ, რომ, ერთად გამოჩნდნენ კამერასთან – ერთად გამოჩნდებიან, დაავალებენ ცალ-ცალკე – ცალ-ცალკე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.