აჭარის მწერალთა სახლში მკვლევართან შეხვედრა გაიმართა

14 ივლ 2026

აჭარის მწერალთა სახლში მკვლევარ ესმა მანიასთან შეხვედრა გაიმართა. მკვლევარმა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და ხელოვანების პირადი არქივების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. მისი თქმით, პირადი არქივები ყველაზე ღირებულ ინფორმაციას შეიცავენ პიროვნებების შესახებ და სამწუხაროდ, დღემდე მათ ნაკლები ყურადღება ეთმობა.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კონსტანტინე გამსახურდიას, ივანე და მიხეილ ჯავახიშვილების, ექვთიმე თაყაიშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის პირად არქივებს.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.