საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა

11 ივლ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, გადაცემულ ავტომანქანებს შორის 20 მაღალი გამავლობისაა. სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის.

ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ახალი ტექნიკის მახასიათებლებს გაეცნენ.