08 ივლ 2026
წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარ განზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს.
"ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად.
ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ.
საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს", - წერს პაპუაშვილი.