08 ივლ 2026
''ძლიერი საქართველო ლელოს'' ბათუმის მერიაში პასუხობენ და ამბობენ, რომ ლელოს განცხადება და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არსებული ტერიტორიის გასხვისება იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო №29 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს შეუფერხებლად განაგრძობენ, ისინი გადანაწილებული არიან სხვა საბავშვო ბაღებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი სააღმზრდელო პირობები.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ 2023 წელს №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვითაც დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო.
შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შენობის დემონტაჟი და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.