„ძლიერი საქართველო ლელოს“ განცხადება გონიოში მდებარე 29-ე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით

08 ივლ 2026

გონიოში მდებარე 29-ე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დღეს „ძლიერი საქართველო ლელო“-ს გენერალურმა მდივანმა.

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ბაღის ტერიტორიის გასხვისება იგეგმება და სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა მისი რეაბილიტაცია და არა ავარიულობის გამო.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეჩერდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულია, თუმცა როგორც ამბობს არაფორმალური ინფორმაციით საბავშვო ბაღის ადგილის გასხვისებაზე უკვე საუბრობენ.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, 29-ე  ბაღი ერთდროულად სამ დასახლებას ემსახურებოდა.