„ბოჰემურები“ -  მზადება პრემიერისთვის

01 ივლ 2026

ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ბოჰემურები“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის  რეჟისორი ირაკლი კავსაძეა. ნაწარმოებში გადმოცემული იქნება ადამის და ევას ცხოვრება. 

მოქმედება იწყება მოგზაურობით, რომელიც სხვადასხვა ეპოქის მეფეების, იმპერატორების, ომების, გამარჯვებებისა და ბოჰემური ცხოვრების ფრაგმენტებს აცოცხლებს. სპექტაკლი იქნება უხმო, მუსიკის ფონზე მსახიობები სხეულის ენით შეეცდებიან სათქმელი მაყურებლამდე მიიტანონ.

იგივე სპექტაკლი რეჟისორმა პაატა ცქიფურიშვილმა ამერიკაში 20 წლის წინ დადგა.