ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიხსნა

06 ივნ 2017, 20:00

0
გაზიარება:

ქედის მუნიციპალიტეტი ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალს “ექო თოფუზს” მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი გასულ წელს შექმნილ ქართულ და უცხოურ ანიმაციურ ფილმებს ნახავს. პროგრამა ბავშვებისთვის ვორქშოპის და ვიქტორინის მოწყობასაც ითვალისწინებს.